-
2022-06-15 16:00
"გარდენიას" მფლობელი, ცნობილი მებაღე, ზურა შევარდნაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ქართველი საზოგადოების ნაწილის ქცევებზე და ამ კონტექსტში, ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის მისწრაფებაზე წერს.
"ოქროსთევზებიან აუზთან წარწერა გავაკეთეთ: "ბავშვებო გთხოვთ აუზში კენჭებს ნუ ჩაყრით მუჭებით ბაღის ბილიკებიდან".
ალპინარიუმთან გვიწერია: "ბავშვებო გთხოვთ ქვებზე ნუ ახვალთ.."
ჭიშკარზე : "სამეურნეო ნაწილია, ნუ შეხვალთ!!!"
ხშირად ვზივარ ნეკერჩხლის ქვეშ, ვეიგელას ბუჩქები მეფარება და ბაღის სტუმრები ვერ მხედავენ, მე კი მათი საუბარი მესმის, გამიგონია ხშირად იქ მჯდომს: "მიდი დედა მიდი ჩაყარე, აწერია არ შეიძლებაო.." "მიდი ბებო ადი ჩქარა გადაგიღო აწერია არ ახვიდეთ, არ შეიძლებაო.."
"შევიდეთ, შევიდეთ რა არავინ არაა"
ევროპა არა ისა.."-წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში