
„ანჯელინა ჯოლი "ცდილობდა ზიანი მიეყენებინა" ყოფილი ქმრისთვის, ბრედ პიტისთვის, როდესაც მან ვენახის თავისი წილი მიჰყიდა რუს ოლიგარქს!“- ნათქვამია
ახალ იურიდიულ დოკუმენტებში.
პიტი ყოფილ მეუღლეს ვენახის თავისი წილის გაყიდვის გამო უჩივის.
როგორც ბრედ პიტმა განაცხადა, ანჯელინას წილის რუს ოლიგარქზე მიყიდვის გადაწყვეტილებამ აიძულა იგი რომ ყოფილიყო პარტნიორი "უცნობის, რომელსაც შხამიანი ასოციაციები და განზრახვები აქვს".
ამ საკითხზე ჯოლის ჯერ საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
წყვილმა ფრანგული ვენახი 2008წელს იყიდა, Chateau Miraval SA-ში, ფრანგულ კომპანიაში, რომელიც მოიცავს სახლს და ვენახს საფრანგეთის სამხრეთით.
ბრედ პიტის თქმით, წყვილი შეთანხმდა რომ ვენახის საკუთარ წილს არცერთი არ გაყიდიდა შეუთანხმებლად.
PA საინფორმაციო სააგენტოს მიერ მოპოვებულ იურიდიულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ პიტის ნებართვის გარეშე ჯოლიმ თავისი წილი მიჰყიდა ლუქსემბურგელ ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელს, რომელსაც რუსი ოლიგარქი იური შეფლერი აკონტროლებს.
პიტის სარჩელში ნათქვამია, რომ გაყიდვამ ხელი შეუწყო ღვინის ბიზნესის "მტრულ" ხელში ჩაგდებას, რომელიც მსახიობმა "ფრთხილად ააშენა".
"სავარაუდოდ, გაყიდვის საშუალებით ჯოლი ცდილობდა ზიანი მიეყენებინა პიტისთვის" - ნათქვამია პიტის ადვიკატების მიერ წარდგენილ დოკუმენტებში.
წყარო:BBC