
ჯასტინ ბიბერი მძიმე დაავადებას ებრძვის. კანადელ მომღერალს ბორელიოზი დაუდგინეს. ინფორმაცია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე თავად ბიბერმა გაავრცელა და
განაცხადა, რომ დაავადება მისი ტვინის მუშაობაზე, ენერგიასა და კანზე აისახა.
მომღერალი წერს, რომ მკურნალობის პროცესი საკმაოდ რთულია, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს და მალე სცენაზე დაბრუნებას შეძლებს. განცხადება მომღერალმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც სოციალურ ქსელებში მისი ფოტოები გაჩნდა, რომლებზეც ბიბერი მეტისმეტად გამხდარი ჩანს და კანზე ლაქებიც აქვს.
მისი თქმით, ამ დაავადებამ გამოიწვია მისი სახის მარჯვენა მხარის სრული პარალიზება, რაც ნიშნავს რომ მისი მომავალი ტურის თარიღები უნდა გადაიდოს.