
მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში საკუთარ შეხედულებებზე საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა
"...პოლიტიკოსების გემოვნება საერთოდ არ არსებობს!
ცხოვრებაზე შეხედულება აქვთ იმდენად უგემოვნო, რომ მაგათზე საუბარი საერთოდ არ მინდა! რაც შეეხება ტელეწამყვანებს, ცოტა არ იყოს ინდივიდუალურობა აკლიათ... ასევე, არის კატეგორია, რომლებსაც ზრდილობა აკლიათ, ეთიკა და უფროს-უმცროსი არ იციან... ეს თავისუფლება აღარ არის, უზრდელობაა და გემოვნებიანი უზრდელობა მე არ გამიგონია!" - ამბობს მსახიობი გიორგი ყიფშიძე
- ადამიანს რომ დახვეწილი გემოვნება ჩამოუყალიბდეს, ამაზე დიდ გავლენას ალბათ, ბევრი წიგნის წაკითხვა ახდენს... ცოდნა საშუალებას იძლევა, საკუთარ თავში რაღაცები დაალაგო. რაც უფრო შეზღუდული ხარ, შენი არეალიც უფრო შეზღუდულია და ნაკლებია ალბათობა, კარგი გემოვნება ჩამოგიყალიბდეს... მე ასე ვფიქრობ და შეიძლება, ვცდები კიდეც. ისე, იშვიათი გამონაკლისებიც არსებობენ, რომლებსაც თანდაყოლილი აქვთ ეს ნიჭი...
ცნობილი ქართველებიდან ვინ გახსენდებათ განსაკუთრებულად გემოვნებიანი?
- მამაჩემის ძმაკაცი გახლდათ ბასგიტარისტი ანრი ბასილაია... ბავშვობიდან მახსოვს, როცა სტუმრად მოდიოდა, გამორჩეული სუნამო ესხა და ხავერდის შარვალი ეცვა... რომ იცინოდა, კბილებს შორის ღარი ჰქონდა - აი, რამდენი ხანი გავიდა ჩემი ბავშვობიდან და მისი სტუმრობა, გამორჩეულობა, დეტალები დღემდე მახსოვს... როცა გემოვნებაზე საუბარი მიდგება, ვიტყოდი, რომ ასეთი იყო ანრი ბასილაია!
გემოვნებიან მამაკაცებს შორის დავასახელებ ილიკო სუხიშვილს! მას რომ ვუყურებ, პირდაპირ ვგიჟდები, იმდენად მიყვარს თავის ჩაცმულობით ან როგორ ცეკვებს დგამს, როგორი შეხედულებები აქვს... ძალიან ცოტას, სულ სამ წინადადებას ამბობს და სამ მილიონ რამეს გულისხმობს. ვენაცვალე სულში! თავის გვარს და წარმომავლობას ასე ადამიანი ამართლებდეს, მეორე არ მინახავს! გემოვნებას, იუმორს, ნიჭს ადამიანი ასე იცავდეს, ასე სწორად აკეთებდეს ყველაფერს, თან ამდენად განვითარებული, თანამედროვე კუთხით, თან ყველაფერი შეინარჩუნო, რაზეც წინაპრებმა ამდენი იწვალეს, უკაცრავად, მაგრამ თამამად ვიტყვი - ძალიან დიდი ერთი ადგილი უნდა!
- ქალბატონებიდან ვის გამოარჩევდით?
- ყველანაირად მომწონს, მან თვითონ გადაწყვიტა საკუთარი თავის საინტერესოდ პერფორმანსი და ეს გახლავთ მანიკა ასათიანი! ყოველთვის ძალიან ესთეტიკურად აცვია და აბსოლუტურად განსხვავებულია! ეს გოგო ნამდვილად გამორჩეულია სილამაზით და ორიგინალურობით!-ამბობს გიორგი