"ინდის ჰქონდა პოსტი-მთელი მსოფლიო გამიცნობსო. ბევრ რამეზე ოცნებობდნენ"-რას ამბობს 13 ივნისის ღამეს დაღუპული დების ინდირა და ლიზა ზარანდიების მამიდა

Image

7 წლის წინ, 13 ივნისის ღამეს მომხდარმა სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის იყვნენ დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები.

22 წლის ინდირა რადიო “საქართველოს ხმაში” მუშაობდა და მალე დაქორწინებას აპირებდა, 25 წლის ლიზა კი სტომატოლოგი გახლდათ.

ოჯახისთვის დღეს უმძიმესი დღეა. გოგონები სახლთან ახლოს ხობში, სოფელ გურიფულში დაკრძალეს. მშობლებისთვის ყოველი დღე მათ საფლავზე გასვლით და მოთქმით იწყება.

მამიდა ფერიდე გოგია ამბობს, რომ ენით აღუწერელ ტკივილთან ერთად ცხოვრობენ.

„რაც დრო გადის, მით უფრო გვიმძიმს. როგორი გარდაცვალება ეღირსათ. იმ დღის გაფიქრება მიმძიმს. მიცვალებულების ცხედრების ძიება, ეძებენ ვინ ჰგავდა ლიზის, ვინ ჰგავდა ინდის. თავს იმით ვინუგეშებთ, რომ იმიერში მათი სულები უფალთანაა, სადაც მართალნი განისვენებენ. უჭირს მათ მშობლებს, გვიჭირს ყველა მათ ახლობელს. დედ-მამა სიკვდილს ნატრობს….

ძმა ლუკა სტუდენტია, ცდილობს მშობლები გაამხნეოს. მესამე კურსზეა ილიაუნში, სადაც ინდი სწავლობდა.

მაშინ გოგონებს მთელი საქართველო გლოვობდა. ინდის ჰქონდა პოსტი-მთელი მსოფლიო გამიცნობსო. ბევრ რამეზე ოცნებობდნენ, ამდენი ფოტოები, რომელიც ახლა სახლის ყველა კუთხიდან შემოგვცქერიან.

მშობლებს აწუხებთ კითხვები, რატომ? რატომ ვერ მოხდა მათი გადარჩენა ქალაქის ცენტრში”,- ამბობს მამიდა.

გოგონების დაღუპვის დღეს მათ საფლავზე მთელი სოფელი,ახლობლები თავს იყრიან და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.

 

indira.jpg

 

                                                                                                                                                                                                                  წყარო:"ახალი თაობა"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !