"როდესაც ჩვენი რომელიმე ახლობელი მიდის, ჩვენ ვრჩებით დედამიწაზე და ცხოვრებას ვაგრძელებთ"- ნინო გაჩეჩილაძე

Image

ცოტა ხნის წინ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს დედა გარდაეცვალა, რის გამოც წინა კვირას, სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა ჩ.ც.დ. ეთერში არ გაუშვა.

 

მსახიობმა ინსტაგრამზე დაწერა რომ  საყვარელ საქმიანობას უკვე დაუბრუნდა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მეგობრებო! პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილის გაზიარებისთვის და გულთან ახლოს მიტანისთვის. ამას ძალიან ვაფასებ. ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტი, როცა თავს ზევით ძალა არაა და ამავე დროს, ყველა გაწყნარებს და გეუბნება, რომ „უნდა გამაგრდე“. რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთ დროს ადამიანი სამუდამოდ გატყდეს და ცხოვრების ხალისი გაუქრეს…

მაგრამ როდესაც ჩვენი რომელიმე ახლობელი მიდის (ჩვენი განცდების მიუხედავად), ჩვენ ვრჩებით დედამიწაზე და ცხოვრებას ვაგრძელებთ. ალბათ ამ ცხოვრების სისასტიკე და დიდი ირონიაც ამაშია – რაც უნდა მოხდეს, ის მაინც გრძელდება…

შესაბამისად, გრძელდება ჩვენი დღის წესრიგიც: მუშაობა და ყოველდღიურობა… უხალისობის და ყველაფრის უუნარობის გადალახვის შემდეგ მეც დავუბრუნდი ჩემს სამუშაოს და პირველივე დღეს მივხვდი, რომ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც ამ მდგომარეობიდან გამომიყვანდა!

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩემს პროფესიას, რომ ყველაზე დიდ გასაჭირშიც არ მტოვებს და სულ ჩემთანაა!” – წერს ნინო გაჩეჩილაძე

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !