
ცოტახნის წინ, ჯონი დეპმა ხანგრძლივი სასამართლო დავა მოიგო მის ყოფილ მეუღლესთან, ემბერი ჰარდთან
და სასამართლოს დადგენილებით კომპენსაციის სახით, მან ემბერისგან 8მილიონი დოლარი უნდა მიიღოს. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ, მისმა ადვოკატმა, კამილა ვასკესმა განაცხადა, რომ შესაძლოა მსახიობმა ემბერისგან ეს თანხა შეგნებულად არ აიღოს, რადგან დეპიესთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ამ საქმეში, ჯონი დეპისთვის ფულს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არც ახლა აქვს. საქმე ეხებოდა მის გათელილ ღირსებასა და დაკარგულ რეპუტაციას. გამარჯვებას მისტერ დეპისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა. მან ბოლოს და ბოლოს, 6 წლის შემდეგ, დაკარგული ცხოვრება დაიბრუნა“– განაცხადა ვასკესმა. გადაცემაში Good Morning America.მას შემდეგ, რაც სასამართლოს დადგენილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ემბერი ჰარდს ჯონი დეპისთვის კომპენსაციის სახით საკმაოდ დიდი თანხა უნდა გადაეხადა, ემბერის ადვოკატებმა განაცხადეს რომ ემბერს არ აქვს საკმარისი თანხა.