
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების ადგილიდან გავრცელებული ფოტოები „ძალიან საინტერესოა“ და „ის ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს“. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანიას ცხედარს თავზე აღენიშნება სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები და სისხლჩაქცევები:
„მე ვფიქრობ, ამ ფოტოების გამოქვეყნებით ძალიან ბევრი რამ დაჩქარდება. ძალიან მალე გახდება ნათელი, რასთან გვქონდა საქმე. თუნდაც ის ფაქტი, რომ ზურაბ ჟვანიას თავის არეში აღენიშნება დაზიანებები და სისხლჩაქცევები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ჩემი ინფორმაციით, სიცოცხლისდროინდელია.
ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ რაულ უსუპოვის ცხედარი საეჭვო მდგომარეობაშია ნაპოვნი, თუ ტანსაცმელს დავაკვირდებით. პროკურატურას აქვს გაწერილი სამოქმედო გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით. მიმდინარეობს მოლაპარაკება ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსგუმაციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ოჯახებთან შეთანხმებით“, – ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი.