
ელიზაბეტ II-ის მეუღლის, პრინც ფილიპის დაკრძალვა კვირას – 18 აპრილს გაიმართება, იქამდე კი, ირკვევა რომ ამ დღეს სამეფო ოჯახთან ერთად მეგან მარკლი არ იქნება და დაკრძალვას არ დაესწრება.
“სასექსის ჰერცოგი ადგილზე იქნება, რაც შეეხება ჰერცოგინიას, ექიმების რჩევით, მას მგზავრობაზე უარის თქმა მოუწია,” -აღნიშნა სამეფო ოჯახის კომენტატორმა.
შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლი ორსულად გახლავთ და სწორედ ეს გხლავთ მიზეზი რის გამოც ჰერცოგინია ვერ ახერხებს დიდ ბრიტანეთში დაბრუნებას.