-
2021-04-12 14:42
Disney Channel-ის ყოფილი ვარსკვლავის, სელენა გომეზისთვის 2021 წელი წარმატებულად დაიწყო, შემსრულებელი სამსახიობო საქმიანობითაა დაკავებული და მაქსიმალურადაა თავის სამსახურზე კონცენტრირებული.
ამჯერად იგი კომედიური სერიალის Hulu-ის და ფილმის Only Murders In The Building-ის გადაღებებითაა დაკავებული. 28 წლის ვარსკვლავი ახლა ნიუ-იორკში იმყოფება.
სელენას უახლესი პაპარაცული ფოტოები ბრიტანუმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გაავრცელა.
საქმე იმაშია, რომ გადაღებებზე ერთ-ერთი სცენის დროს ხელოვნური სისხლით დასვრილ სელენას პოლიცია აკავებს, სანამ საზოგადოება შეიტყობდა, რომ აღნიშნული ფაქტი სერიალს უკავშირდებოდა და არა რეალურ ცხოვრებას, მომღერლის გულშემატკივრებში გაურკვევლობა შეიქმნა.