
მაისის პირველი ორშაბათი მსოფლიო მოდის დაბადების დღეა, რადგანაც ამ დღეს Metropolitan Museum of Arts-ში ყოველწლიური კოსტუმირებული წვეულება – Met Gala ტარდება. გასულ წელს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა უარი თქვეს ხალხმრავლობაზე, თუმცა როგორც ცნობილია, 2021 წელს ცნობილ ვარსკვლავებს უკვე წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ.
მაგრამ წელს ანა ვინტურისა და Vogue-ის გადაწყვეტილებით Met Gala მაისის თვის ნაცვლად 13 სექტემბერს გადაინაცვლებს, როცა კოვიდთან დაკავშირებული სტატისტიკა ორგანიზატორების იმედით უფრო და უფრო არასაყურადღებო გახდება.
რაც შეეხება საღამოს წამყვანს, სარწმუნო ცნობებით, ის პოეტი -ამანდა გორმანი გახდება, რომელმაც მსოფლიოს თავი ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გააცნო.