გასული წლის ივლისის თვეში ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში, კერძოდ კი, მონტესიტოში იყიდეს საცხოვრებელი, რომლის ღირებულებაც 14 მილიონი დოლარი იყო.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც სულ ახლახან გავრცელდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ სახლთან საპატრულო ძალების გამოძახება ცხრაჯერ გახდა საჭირო და ამ ფაქტს სანტა-ბარბარას შერიფის ოფისიც ადასტურებს.
ხოლო ამის მიზეზი საცხოვრებელ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრა იყო.