
ხუთშაბათს, რვა აპრილს რადიო „აფხაზეთის ხმის“ ეთერში გავიდა გადაცემა „კულინარიული ბლოგი“ ელენე ვახანიასთან ერთად. გადაცემის სტუმარი ფუდ ბლოგერი, ახალგაზრდა შეფ მზარეული და მასტერშფის გამარჯვებული ნუცა სურგულაძე იყო.
მათ მოამზადეს უგემრიელესი და უმარტივესი, სამარხვო დესერტი ქრამბლი. რომლის რეცეპტსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.
გადაცემაში ნუცამ ისაუბრა თავის კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე ისაუბრა თუ როგორ იკვებება ზაფხულობით და რომელ კერძებს ანიჭებს უპირატესობას.