
რამდენიმე დღის წინ unicef-მა გამოაქვეყნა კვლევა,რომლიც საქართველოში ჩაატარა.სამიზნე ჯგუფი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ.კვლევის მიხედვით ამ ასაკის ბავშვებისთვის ტექნოლოგიების, დღეში ერთ საათზე მეტი დროით გამოყენება მათი წიგნიერების, მათემატიკური აზროვნებისა და ემოციური განვითარების შეფერხების ალბათობას ზრდის.
ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა მარიამ შოვნაძემ.
"დიდი დოზით ეკრანის გამოყენება,რა თქმა უნდა ხელს უშლის ბავშვის ასაკობრივ განვითარებას.როგორც სოციალურ-ემოციური სფეროს უნარების განვითარებას უშლის ხელს,ასევე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან ბევრ რისკ-ფაქტორს ქმნის.უარყოფითად აისახება მეტყველების განვითარებაზე,ყურადღების განვითარებაზე,კომუნიკაციის უნარებზე,სოციალურ უნარებზე და ასე შემდეგ...
ელექტრომოწყობილობების განვითარება ლიმიტირებული უნდა იყოს ბავშვისთვის და იგი აუცილებლად მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და დრო,რომელიც გამონთავისუფლდება,აუცილებლად უნდა შევავსოთ მრავალფეროვანი აქტივობებით,რომლებსაც ბავშვის ინტერესების მიხედვით შევარჩევთ.ეს შეიძლება იყოს თამაში,სეირნობა,ხატვა,ძერწვა,ქვისაში თამასი და ასე შემდეგ....
სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ეკრანთან დროის გატარება შესაძლებელია,ნახევაარი საათიდან მაქსიმუმ 1საათამდე.მაგრამ, ეს დრო არ უნდა გამოიყენოს ბავშვმა ერთნაირად.მშობელმა უნდა გადაუნაწილოს დღის განმავლობაში.