
ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის ურთიერთობა უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მედიის განხილვის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი როგორც წესი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არ საუბრობს, გამონაკლისებიც ხდება, როგორიცაა მოდელის ინტერვიუ Elle-ის ცნობილი გამოცემისთვის, რომელშიც ყოფილ რჩეულზეც ისაუბრა.
“ბრედლი შესანიშნავი მამაა! არასდროს მესმოდა, რას ნიშნავდა როცა წყვილები მოვალეობებს ინაწილებდნენ. როდესაც მე ვარ ჩვენს ქალიშვილთან ერთად, 100 %-ით ვარ დედა, როდესაც ის მამასთან ერთად არის, ბრედლია მთლიანად მამის ამპლუაში. ერთობლივი აღზრდა ნიშნავს უბრალოდ აცნობიერებდე მშობლის სტატუსს,” -აღნიშნა მან.
გარდა ამისა, მოდელმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ არ უყვარს პირადი ურთიერთობების დემონსტრირება:
“ჩემი ძველი ურთიერთობები მეკუთვნის თავად მე და ეს პირადულია. ეს ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილია, რომლის გაზიარებაც მე თვითონ არ მინდა”.
როგორც ცნობილია, წყვილმა ოთხწლიანი რომანი 2019 წელს დაასრულა, თუმცა ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობას ინარჩუნებენ.