მეგან მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი რასიზმში დაადანაშაულა

Image

ტელეკომპანია CBS-ის ეთერში ოპრა უინფრის ინტერვიუ პრინც ჰარისთან და მის ცოლთან, მეგან მარკლთან სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა - სკანდალურ ინტერვიუს, დაანონსების შემდეგ, მსოფლიო მედია მოუთმენლად ელოდა. ინტერვიუში მარკლმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახს  მძიმე ბრალდებები წაუყენა - მათ შორის, რასიზმი. მეგანის მამა თეთრკანიანია, დედა კი - შავკანიანი, ამიტომ, ის ამბობს, რომ მისი და ჰარის შვილის კანის ფერი სასახლეს აშფოთებდა.  

 

მეგან მარკლი, რომელიც 2018 წელს ბრიტანეთის პრინცზე დაქორწინდა, ამბობს, რომ მისი ცხოვრება ლონდონში ძალიან რთული იყო და სუიციდურ ფიქრებამდეც მივიდა იმის გამო, რომ დახმარება ვერავისგან მიიღო.

ჰერცოგინიას თქმით, მის შვილს, არჩის, რომელიც ახლა 1 წლის არის, პრინცის ტიტულის მინიჭებაზე უარი უთხრეს, რადგან მეგანის ორსულობის დროს ფიქრობდნენ, რომ ბავშვის კანის ფერი, შესაძლოა, მუქი ყოფილიყო. 

მეგანმა არ დაასახელა კონკრეტული პირი, ვინც არჩის კანის ფერთან დაკავშირებით იყო შეშფოთებული. პრინცმა ჰარიმ კი ამავე გადაცემაში განაცხადა, რომ ოჯახმა მათ დაფინანსება შეუწყვიტა, მამა, პრინცი ჩარლზი კი მის ზარებს აღარ პასუხობს. 

"აღარ მინდოდა ცოცხალი ვყოფილიყავი. ეს იყო ძალიან ნათელი, ძალიან რეალური და საშიში, მუდმივი ფიქრი," - ამბობს მეგანი. 

წამყვანის კითხვაზე, ნანობს თუ არა წყვილი რამეს, მეგანმა უპასუხა, რომ მხოლოდ ერთ რამეს - "მე მათ დავუჯერე, რომ დამიცავდნენ". თუმცა სასექსის ჰერცოგინია ამბობს, რომ ამბავს კეთილი დასასრული ჰქონდა და ჰარიმ მისი ცოლის სიცოცხლისა და ოჯახის გადარჩენა შეძლო. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !