„20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია“ - ხატია დეკანოიძე

Image

თუ „ქართული ოცნება" არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ, - ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანია და არ აპირებს „ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებების ჩაშლის საშუალება მისცეს.


"ვიმსჯელეთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია და რა თქმა უნდა, ზოგადად მომავალ გეგმებზე, მათ შორის 20 მარტის აქციაზე. ოპოზიციური ერთობა იმავე პლატფორმაზეა, რომელზეც ვიყავით. მიუხედავად მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა პარტიას ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. ჩვენ „ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მივცემთ, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს, იმიტომ, რომ ვალდებულებები გვაქვს აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან და საქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია იგივეა ,ნიკა მელია უნდა იყოს გათავისუფლებული და სწორედ ის წარმოადგენდეს ჩვენს პარტიას მოლაპარაკების მაგიდასთან. უნდა ვისაუბროთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე. დაისვა საკითხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, ეს ადამიანი ახლა გამოძიებისგან სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი უნდა იყოს. თუ „ქართულ ოცნებას" სურს რაიმე სახის ნაბიჯი გადმოდგას საქართველოს მოქალაქეებთან, გამოცვალოს მომლაპარაკებელი და წარმოადგინოს სხვა პოლიტიკური ფიგურა, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი სრულად მიუღებელია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ჩვენ ვაპირებთ, არ მივცეთ მათ რაიმე სახის რადიკალური ნაბიჯის გადადგმის საშუალება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალონ. თუ „ქართული ოცნება" არ წავა რაიმე წინადადებით ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ნიკა მელიას საკითხი ძალიან პრინციპულია, მაშინ 20 მარტს ძალიან დიდ აქციას ვაპირებთ და ეს აქცია იქნება საქართველოს მოქალაქეების პასუხი ხელისუფლებისადმი, რომელიც სრულიად თავგასულია", - აღნიშნა დეკანოიძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !