
ფრანგი მილიარდერი პოლიტიკოსი ოლივიე დასო ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.
პოლიციის ინფორმაციით, კერძო ვერტმფრენი ნორმანდიაში ჩამოვარდა, სადაც მილიარდერი პოლიტიკოსის დასასვენებელი სახლი მდებარეობს.
ოლივიე დასო სერჟ დასოს უფროსი ვაჟი იყო, რომლის კომპანიაც "რაფალის" სამხედრო თვითმფრინავებს აწარმოებდა და გაზეთ "ფიგაროს" ფლობდა.
"ფორბსის" სიის თანახმად, 69 წლის დასო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 361 ადგილს იკავებდა.