
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა კრიზისს ვერ განმუხტავს და მოლაპარაკებების შედეგს დააზიანებს.
მან ასევე ოპოზიციის წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას, მოლაპარაკებების პროცესი რაიმე „გამოგონილი მიზეზით“ ჩაშალოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით.
ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები - თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.
ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,-განაცხადა გიგი უგულავამ