-
2021-03-08 14:01
კოვიდ-ლაბორატორია "მედი პრაიმი" პაციენტებს უკვე ზამთრის კურორტებზეც მიიღებს შემდეგ მისამართებზე:
გუდაური: "ჯანდაცვის ცენტრი-ს"გუდაურის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი(პოლიციასთან)
ბაკურიანი: კ.წაქაძის ქუჩა #2
სტეფანწმინდა: ყაზბეგის ქუჩა #35
PCR კვლევის ღირებულება 130 ლარია.
ამ ინფორმაციას საკუთარ facebook-გვერძე "მედი პრაიმი"ავრცელებს.
ახალი რეგულაციების შესაბამისად, საქართველოში შემოსული ტურისტები ვალდებულნი არიან, შემოსვლიდან მესამე დღეს ჩაიტარომ PCR კვლევა. პასუხი გაიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე.
"მედი პრაიმი" არის სამედიცინო ლაბორატორია,რომელიც კორონავირუსზე ტესტებს აკეთებს. იგი დაარსდა 2018წელს და მისი უპირველესი მიზანი საზოგადოების ჯანმრთელობაზე და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ზრუნვაა.