
შეთანხმება ვერ იქნება, თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა ციხეში იქნებიან, ეს არის სრულიად ცალსახა, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ,ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე.
მისი თქმით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე „ტყვეობაში უკანონოდ იმყოფება“, აქედან გამომდინარე, მოლაპარაკება სრულფასოვანი არ არის, ვიდრე ნიკა მელია დიალოგის მაგიდასთან არ იქნება წარმოდგენილი.
„მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ მოლაპარაკებებზე არ წამოადგენს ნიკა მელია. გავიხსენოთ, „ძვირფასმა ხელისუფლებამ“ ზუსტად ამ დროს, შარშან მე დამიჭირა. პრაქტიკულად მოლაპარაკებებიდან ამაცალა. გვახსოვს, იყო წყვეტა. შემდეგ მოლაპარკებები დასრულდა 8 მარტის შეთანხმებით, რომელიც ხელისუფლებამ ჯერაც არ შეასრულა რურუას ნაწილში. ამიტომ, ეს ერთიანი ნაწილია. ლაპარაკი საჭიროა რეზულტატისთვის. პირველი და მთავარი რეზულტატი იმისათვის, რომ დიალოგი იყოს სრულფასოვანი, საჭიროა ყველაზე მსხვილი ოპოზიციის თავმჯდომარე იყოს მაგიდასთან და არა ციხეში. შესაბამისად, ვადებიც განსაზღვრულია“, - აცხადებს უგულავა.