-
2021-03-03 15:00
15 მარტს ქვეყნის მასშტაბით ფიტნეს დარბაზები განახლებული რეკომენდაციებით იხსნება.
რეკომენდაციების თანახმად, ტრენაჟორების დარბაზში შესაბამისი წესების დაცვა იქნება სავალდებულო:
- სავარჯიშო დარბაზის ყოველ 6 კვ. მეტრ ფართობზე დაიშვება 1 ვიზიტორი;
- გასახდელები გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის;
- პირებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ საკუთარი რეკვიზიტები: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ.
- ყველა პირი ვალდებული იქნება კლუბში შესვლისას და კლუბში ყოფნისას ყველა ზონაში ატაროს ნიღაბი, გარდა მაღალი ინტენსიური (კარდიო ვარჯიშები, ანაერობული ვარჯიშები, ფიქსირებული მძიმე წონების ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა) ვარჯიშების შესრულებისა.
- ტრენაჟორები და კარდიოტრენაჟორები იმგვარად უნდა იყო განთავსებული, რომ მათ შორის იყოს 2 მ-იანი დისტანცია დაცული. თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება ტრენაჟორები ერთმანეთისგან გამოყოფილი უნდა იყოს, დამცავი ტიხრებით/ბარიერებით.
იმ შემთხვევაში კი თუ დისტანციის დაცვა და ბარიერით გამოყოფაც ვერ ხერხდება, მაშინ ინვენტარი უნდა დაილუქოს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26