-
2021-03-03 14:41
არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის თავისუფლებამსოფლიოში 2021 თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალია. ორგანიზაციამ 100 ქულიდან საქართველოს 60 მიანიჭა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით ნაკლებია.
"საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ჩატარდა. დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა შეინიშნება. ოლიგარქიული გავლენა მოქმედებს პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედიაგარემოზე, ხოლო პოლარიზაციის გამო კანონის უზენაესობა მორყეულია. სამოქალაქო თავისუფლებების არათანმიმდევრულადაა დაცული", — აღნიშნულია დოკუმენტში.
Freedom Houses-ის ანგარიშში არჩევნებზეც არის საუბარი. ორგანიზაცია არჩევნებზე ხმების მოსყიდვაზე, ძალადობისა და შედეგების დათვლისას აშკარად შეცდომებზე საუბრობს.