გია ვოლსკი ოპოზიციას მოლაპარაკების მხარედ არ განიხილავს

Image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკების მხარედ არ განიხილავს. ამის მიზეზად მან ოპოზიციის ხელწერა დაასახელა, რომელიც, მისივე შეფასებით, აგრესიულია და უსაფუძვლო განცხადებებს ეფუძნება.

 

გია ვოლსკიმ ეს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადების შეფასების შემდეგ თქვა.

"რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მე მგონია, რომ დაბალანსებულია განცხადება. რასაკვირველია, ორივე მხარეს თავისი არგუმენტი ექნება, მაგრამ, მე არ განვიხილავ ჩვენ ოპონენტებს მოლაპარაკების მხარედ, ვინაიდან, სხვა ხელწერა, თუ არა პიკეტირება, თუ არა აგრესიული დამოკიდებულება, თუ არა უსაფუძვლო განცხადებები, არ გააჩნიათ", — აცხადებს ვოლსკი.

სალომე ზურაბიშვილმა 2 თებერვალს განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობა კარგად არ არის გააზრებული.

1-ელ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6 - პუნქტიან გეგმაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პიკეტები და აქციები არ გაუქმებულა. პარლამენტის პიკეტირებისას პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და "ჰალსტუხიანი შეხვედრის“ პარლამენტთან „რუსეთების ძახილით“ მივიდა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მან თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის სულისკვეთებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა გააკრიტიკა.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !