
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეებს დისტანციური სწავლის მოდელის არჩევის უფლება არ ექნებათ.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ, შერეული სწავლების მოდელი როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებში იქნება.
„როგორც საჯარო, ასევე სკოლებთან მიმართებაში სამინისტროდან მხრიდან ასეთი მითითება არ არის. გავრცელებული ინფორმაცია არასწორია“, - განაცხადეს უწყებაში.
მოსწავლეთა მშობლების ნაწილის ინფორმაციით, სკოლების ადმინისტრაციებიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ საგაზაფხულო არდადეგების დასრულების შემდეგ მათ დისტანციური სწავლების მოდელის არჩევის საშუალება არ ექნებათ და მოსწავლეები სწავლას მხოლოდ საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.