-
2021-03-02 14:47
„ლოქდაუნებისა“ და ვაქცინაციის პროგრამების წყალობით კოვიდ 19-ის გავრცელება ზოგიერთ ქვეყანაში შემცირდა, თუმცა ნაადრევი და არარეალურია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა.
”თუ ვაქცინები დაიწყებენ ზეგავლენის მოხდენას არა მხოლოდ სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელზე, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ გავრცელების დინამიკასა და რისკზეც, მჯერა, რომ ჩვენ დავაჩქარებთ ამ პანდემიაზე კონტროლის მოპოვებას“, - თქვა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, გასულ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების გლობალურმა რაოდენობამ მოიმატა. კერძოდ, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა ჯანმო-ს 6 რეგიონიდან 4-ში : ამერიკაში, ევროპაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.