
ინდონეზიაში, სინაბუნგის მთაზე ვულკანი ამოიფრქვა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობას მოუწოდეს, კრატერს 3 კმ-ზე ახლო მანძილზე არ მიუახლოვდნენ.
საგენტოს თქმით, წარმოქმნილმა ფერფლმა 5 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია.
ეს სინაბუნგის მთაზე ყველაზე დიდი ვულკანური ამოფრქვევაა გასული წლის აგვისტოს შემდეგ.