-
2021-03-02 14:06
საქართველოს საელჩოს ცნობით, თურქეთში იმ პირებს, რომელთაც ერთხელ უკვე ისარგებლეს მოწვევის წერილის საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით, ავორიზაციის გავლა სააგენტოს ვებგვერდზე კვლავ იქნება შესაძლებელი.
საელჩოს ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა პირადი მონაცემების გამოყენებით განაცხადი ხელახლა უნდა ატვირთონ.
"ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია 2021 წელს გაცემული, ნოტარიულად დამოწმებული მოწვევის წერილისა და ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანის წარდგენა", — გამოქვეყნებულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.