ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

Image

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. შარლ მიშელი, ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან და სადამკვირვებლო მისიის წევრებთან ერთად გაეცნო სოფელ ხურვალეთში არსებულ ვითარებას.

 

მიშელი შეხვდა ადგილობრივებს და მოისმინა ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, დაახლოებით, ნახევარ საათს გაჩერდა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვუთხრა ადგილობრივებს, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ევროპა ერთგულია სტაბილურობის უსაფრთხოებისა და მშვიდობისადმი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსა და ევროპას შორის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მოხდეს იმ რეფორმების იმპლემენტაცია, რომელიც,პირველ რიგში, მოსახლეობისთვის არის საჭირო. ესაა კანონის უზენაესობა, კორუფციასთან ბრძოლა ასევე, ამბიციური ეკონომიკური პროგრამების განვითარება.

COVID - 19 კვლავ დიდი გამოწვევაა, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ აღდგენის სტრატეგია, რაც მოქალაქეებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩემი აქ ყოფნა არის შესაძლებლობა, გამოვხატო ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი," - განაცხადა შარლ მიშელმა

რედაქტორის რჩევით

მსახიობები რომლებიც ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

2021-04-14 14:41
მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური...

წელს „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონია 26 აპრილს გაიმართება

2021-04-13 16:10
წელს „ოსკარის“ დაჯილდოვების ცერემონია 26 აპრილს გაიმართება.

სკოლებში გაცდენილი საათები შესაძლოა შაბათ დღეს ანაზღაურდეს

2021-04-12 16:53
სააღდგომოდ სკოლები 30 აპრილსა და 3 მაისს დაისვენებენ. თუმცა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 4-11...

მომღერალმა ბილი ეილიშმა მისი სიმბოლური თმის ფერი შეიცვალა

2021-03-19 14:20
მომღერალმა ბილი ეილიშმა თმა ახალი ფერით შეიღება და მისი სიმბოლური მწვანე და შავი საღებავები...
რჩეული ვიდეოები

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

უნდა გაუქმდეს თუ არა ე.წ. კომენდანტის საათი?

კი - 8.3%
არა - 8.3%
გადაიწიოს 23:00 საათამდე - 83.3%
ხმების რაოდნობა: 12
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
4.1585
0.0234
100
RUB
 - 
4.5224
0.0112
1
USD
 - 
3.4499
0.0140