-
2021-02-17 16:42
თბილისის მერიის ცნობით, გზის გაწმენდის სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მათივე თქმით, სრულადაა მობილიზებული ტექნიკა, იწმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.
"ჯერ კიდევ ღამით დაიწყო თბილისს შემოერთებული ტერიტორიებზე გზების გაწმენდა, მათ შორის გაიწმინდა კოჯორი, კიკეთი, ბეთანია, სამადლო, ტაბახმელა, წავკისი, წყნეთი, ბაგების დასახლება და დიდგორი, დიდი დიღომი. 300 ტონამდე ტექნიკური მარილი დაიყარა და იყრება დედაქალაქის მთავარ ქუჩებზე, ასევე, მაღლობზე განსახლებულ უბნებში. მათ შორის, ნუცუბიძის პლატოზე, ელიას მთაზე, ნაძალადევში, ნახალოვკის დასახლებაში, მთაწმინდაზე", — აცხადებს მერია.
მათივე განცხადებით, გაწმენდილია ვაზისუბანი, ვარკეთილი, დიდი დიღომი, დიღომი და დიდუბე.
