-
2021-02-17 15:15
მეცნიერთა თქმით, რაც უფრო მეტი შრე აქვს პირბადეს, მით უფრო მეტად გიცავთ ის. რადგანაც ამ შემთხვევაში, ვირუსი მასში ვეღარ აღწევს.
დღესდღეობით კორონავირუსის პანდემიისგან თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ იარაღად კვლავ პირბადე რჩება, პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიც კი გახდა.
მეცნიერები ამბობენ, რომ პირბადე არ წარმოადგენს 100%-იან დაცვას და არსებობს შანსი იმისა, რომ დაინფიცირდეთ მაშინაც კი, თუ ის მუდამ გიკეთიათ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პირბადის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა და გამოაქვეყნა შედეგი,რომლის მიხედვითაც ეფექტიანობა ორმაგად იზრდება იმ შემთხვევაში,თუ ერთი პირბადის ნაცვლად ორ პირბადეს ვატარებთ. ამ შემთხვევაში დაცულობის ეფექტიანობა საგრძნობლად იზრდება და 92,5% ხდება.
მიუხედევად იმისა რომ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრში საუბრობენ ორი პირბადის ტარების ეფექტურობაზე, ჯერჯერობით მისი აუცილებლად გაკეთების რეკომენდაციას არ გასცემენ.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26