
"ბატონი კახი კავსაძის მდგომარეობა შემოყვანისას შეფასდა კრიტიკულად, რადგან კლინიკურად სახეზე იყო მისი ძირითადი დაავადებების გართულებები, პრობლემა იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, ძილიანობა. ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობა შეიძლება ჩაითვალოს დადებითად, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“- განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.
ბატონი კახი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, არის ჟანგბადდამოკიდებული, ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სტაბილურია. თქვენ იცით, რომ ბატონ კახის აქვს რამდენიმე ქრონიკული პათოლოგია და კლინიკურად სახეზეა ამ დაავადებების გამწვავება.
ლევან რატიანი იმედოვნებს,რომ თუ მკურნალობა ასე გაგრძელდა, ბატონი კახი, დაახლოებით, ერთ კვირაში გაეწერება კლინიკიდან.
მსახიობი კახი კავსაძე რეანიმაციულ განყოფილებაში 5 დღის წინ მოათავსსეს.