
„წამოიჭრა კითხვები, მოხდა თუ არა ზოგიერთ ჰიპოთეზაზე უარის თქმა. გუნდის ზოგიერთ წევრთან საუბრის შემდეგ, მინდა დავადასტურო, რომ ყველა ჰიპოთეზა ღიად რჩება და საჭიროებს შემდგომ ანალიზსა და შესწავლას. ზოგიერთი სამუშაო, შესაძლოა ჩვენი ჯგუფის მისიის ფარგლებს გარეთ იყოს“, - თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ჩინეთში ჩატარებული მოკვლევისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების გუნდმა, რომელიც მიმდინარე კვირაში ჩინეთს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების საკითხს აღარ განიხილავდნენ, ვინაიდან ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდათ. საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მისიის დასკვნებს განიხილავდა.
ჯანმო-ს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათი მთავარი ჰიპოთეზა ვირუსის ღამურაში წარმოშობაა, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვარიანთი, თუ როგორ გადავიდა ის სხვა ადამიანებზე.მათი განმარტები, შესაძლოა ვირუსი ღამურადან ცხოველის სხვა სახეობაზე, შემდეგ კი ადამიანზე გადავიდა.