
„კოვიდ 19-თან, მის საწინააღმდეგო ვაქცინებთან და ზოგადად, პანდემიის დროს ვაქცინებთან დაკავშირებით, ცრუ განცხადებების Facebook- სა და Instagram- დან ამოსაშლელად ძალისხმევას ვაძლიერებთ.
წამყვან სამედიცინო ორგანიზაციებთან, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO), კონსულტაციების შემდეგ, ვაფართოვებთ ყალბი განცხადებების ჩამონათვალს, რომლებსაც ამოვშლით,”- განაცხადა ფეისბუქმა.
კომპანიის განმარტებით, ცრუ განცხადებები ძირითადად მსგავსი შინაარსისაა: კორონავირუსი ლაბორატორიულად შექმნილია, ვაქცინები არ არის ეფექტური, ვაქცინები ტოქსიკურია, საშიშია ან აუტიზმს იწვევს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯგუფები, გვერდები და ანგარიშები Facebook- სა და Instagram- ზე, რომლებიც აღნიშნული შინაარსის განცხადებებს აზიარებენ, შეიძლება საერთოდ წაიშალოს.