
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, ე.წ. სტანდარტულ თერაპიასთან ერთად, წარმატებით იყენებს სხვადასხვა მეთოდებს, რომელთაგან ერთ-ერთი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმის გადასხმაა.
COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის (კონვალესცენტის) პლაზმას შეუძლია სხვების სიცოცხლის გადარჩენა.
თენგის ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, პლაზმის გამოყენება ეფექტიანია დაავადების ადრეულ სტადიაზე, განსაკუთრებით პირველ 10 დღეს, როცა COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში ხდება ვირუსის აქტიური გამრავლება.
გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა შეიცავს ვირუსის საწინააღმდეგო ე.წ. დამცავ (მანეიტრალიზებელ) ანტისხეულებს, რომლებიც COVID-19-ით პაციენტის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უკავშირდებიან ვირუსს (SARS-CoV-2-ს) და ანეიტრალებენ მათ.