
დასაქმება შესაძლებელი იქნება სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში,რაც გულისხმობს სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას. საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება 3 თვით იქნება შესაძლებელი
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.მოქალაქე უნდა იყოს 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის
2.გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
3.ფიზიკური ჯანმრთელობა უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი
4.აუცილებელია მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
5.ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
გერმანიაში დასაქმების მსურველმა დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს - 1505.