
კორონავირუსის გავრცელება ზოგიერთი ადამიანისთვის სტრესული შეიძლება იყოს. ასეთ სიტუაციაში ძალიან დაგეხმარებათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა.
მოუარეთ საკუთარ სხეულს. ღრმად ისუნთქეთ, მედიტაციით დაკავდით. ეცადე იკვებოთ ჯანსაღად, დაბალანსებულად, ივარჯიშეთ რეგულარულად, იძინეთ ბევრი და მოერიდეთ ალკოჰოლს.
აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ.
არ არის აუცილებელი, უყუროთ ყველა საინფორმაციო გამოშვებას. შეისვენეთ სოციალური მედიისგანაც.
ეკონტაქტეთ ადამიანებს. მოუყევით თქვენს შეგრძნებებზე ადამიანებს, რომელთაც ენდობით.