-
2020-05-02 15:00
დღეს მარნეულში, კოვიდ-19 სასწრაფო სამედიცინო დახმარების 9 თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, კოვიდ ინფექცია ასევე ლაბორატორიულად დაუდასტურდა ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 თანამშრომელს. ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება.
„კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.