-
2020-05-02 13:05
რუსთავის „ცხელების ცენტრიდან’ ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ წაღებული სინჯებიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
როგორც რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, ტემპერატურით ახალგაზრდა ბიჭი ე.წ. ცხელების ცენტრში 30 აპრილს მოათავსეს.
„პაციენტი ჩვენთან შემოვიდა გუშინწინ, მას ჰქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მანამდე ის 10 დღის განმავლობაში სახლში, თვითიზოლაციაში იყო. გუშინ დილით ავუღეთ ნაცხის ანალიზი და გვიან ღამით ლუგარიდან მივიღეთ პასუხი, რომ 18 წლის ახალგაზრდა კოვიდ ინფიცირებულია", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე, თავად პაციენტი კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.