დღეს, 18:00 საათიდან, კომპანიები შეძლებენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით დარეგისტრირდნენ

Image

ეკონომიკის გახსნის მიზნით, დღეს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანიების რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაიწყება. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანიას ხარვეზები დაუფიქსირდება, ის მიიღებს დამატებით რეკომენდაციებს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაასწორონ ხარვეზები.

 

როგორც ბექა ფერაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული აპლიკაციით 1000-ზე მეტი კომპანიის შემოწმება იგეგმება.

„მიზანი არის, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს აბსოლუტურად მდგრადი და ამ მიზნით დავიწყეთ ეკონომიკური სექტორის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვაანონსებთ, რომ დღეს 18:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. კომპანიები შეძლებენ, რომ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნის მიზნით.

იმ მიზნით, რომ ჩვენ განვახორციელოთ ეკონომიკის აღდგენა, აუცილებელია, რომ ბიზნეს სექტორი აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს და ის ფუნდამენტური მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრული არის კომპანიების მიმართ, ეს არის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები, რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ მოთხოვნებს თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნესი, რომ მაქსიმალურად მოახდინოს ინფექციის გავრცელების პრევენცია და ამ მიზნით ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი და ვირუსის გავრცელება იყოს მაქსიმალურად შეკავებული“, - განაცხადა ფერაძემ.

მისივე თქმით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, 2 - კვირიანი ინტერვალით ყველა დაანონსებული სექტორი იქნება მაქსიმალურად შემოწმებული.

„ბიზნეს სექტორი ვალდებულია, დღეს, 18:00 საათიდან დაიწყოს რეგისტრაციის პროცესი, ეს არის მათივე ინტერესი, ჩვენი ინტერესია, რომ კომპანიებს დავეხმაროთ, მივაწოდოთ ინფორმაცია. სპეციალური აპლიკაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ინფორმირებული იყოს ბიზნეს-სექტორი შემოწმებამდე, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ბიზნეს სექტორი. ყოველდღიურად ჯანდაცვის მინისტრის მიერ გამოქვეყნდება კომპანიების სია, რომლებიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს და მათ მიენიჭებათ 2 - კვირიანი ინტერვალით მუშაობის გაგრძელების უფლება,“- განაცხადა ბექა ფერაძემ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !