პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Image

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და იმსჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროებმა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესის მონიტორინგის შესახებ. უწყებების ინფორმაციით, საწარმოების აქტიური ინსპექტირება გრძელდება. ათობით საწარმო, რომელმაც წესები დააკმაყოფილა, ფუნქციონირებას განაგრძობს. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად გადამოწმდებიან. იმ საწარმოებს კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, დამატებითი დრო მიეცათ.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს მართავს.

ფინანსთა სამინისტროს შემდეგ, მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება.

მინისტრმა განმარტა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გამთენიისას, საქართველოში ჩინეთიდან ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის, 40 ათასი PCR ტესტი, 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები, ხალათები, ბახილები, თერმომეტრები, დამცავი სათვალეები და სხვა სამედიცინო ნივთები.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:

30 აპრილი – მადრიდი-თბილისი

1 მაისი – ვენა-თბილისი

2 მაისი – პრაღა-ბათუმი

5 მაისი – ათენი-თბილისი

7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი – ბერლინი-თბილისი

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 168 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 549 პირი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !