გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა „ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო იქნება“

Image

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა „ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო იქნება“.

 

რაც შეეხება ყოველთვიურ 200- ლარიან დახმარებას იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ბოკერიას თქმით, აღნიშნული თანხა არის არასაკმარისი და მცირე.

„იქ, სადაც ადვილია აღნუსხვა, ვის რამდენი ჰქონდა შემოსავალი, 200- ლარიანი დახმარება არის აბსოლუტურად არალოგიკური, არასაკმარისი, მცირე. მთავარი ის არის, რომ ვისაც ჰქონდა ხელფასი 400 ლარი, მისთვის 200 ლარი შეიძლება სერიოზული რაღაც იყოს, მაგრამ ადამიანს, რომელსაც 1000-1500 ლარი ჰქონდა შემოსავალი, 200 ლარით ეს საშუალო კლასი წონასწორობას ვერ შეინარჩუნებს. თუ მოირღვა საშუალო კლასი, ვისი შემოსავალიც 1000-1500 ლარია, ეს იმოქმედებს მთელ ეკომომიკაზე და უფრო გაჭირვებულებზეც.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რაც გვითხრეს, რომ თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ თვითონ, ვის ეკუთვნის დახმარება და ვის არაო და მერე თქვეს, ვინც მუშაობს ფიზიკურ პირებზე იმათ არ კუთვნითო, ეს ნიშნავს ქაოსს და გაჭიანურებას და უარეს შემთხვევაში, ეს იქნება ნეპოტიზმის, კორუფციის და ათასი უბედურების წყარო“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი ეს მძიმე ფასი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას“.

„გეგმა დააგვიანეს, ამდენი ხანი გაწელეს და იძახდნენ, რომ გეგმის მოთხოვნა თურმე პოპულიზმია იმიტომ, რომ ასეთ დროს ვითარება იცვლებაო. ეს არის სისულელე, ვითარება შეიძლება შეიცვალოს და გეგმაშიც შეიძლება კორექტირება შეიტანო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხედვა არ უნდა გქონდეს და მოქალაქეებმა, ბიზნესმა და მწარმოებლებმა, არ იცოდნენ რა გზით მიდიხარ. ახლა ირკვევა, რომ ამ გეგმაში, რომელიც ისედაც სადღეგრძელოსავით იყო, კიდევ უფრო გაწელილია პროცედურები, რომლითაც იმ არააადეკვატურ, ბუნდოვან და მავნებლური პრინციპებით აგებულ დახმარებას მისცემენ მოქალაქეებს. ეს მძიმე ფასი დაუჯდება ჩვენს ქვეყანას და ამ ფასს გადაიხდიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვიდრე ასეთი მთავრობა გვყავს ზიანი გარდაუვალია და ეს ზიანი გაგრძელდება თვეების განმავლობაში“, - განაცხადა ბოკერიამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !