კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მათ უკვე ''გადატანილი'' აქვთ კორონავირუსი

Image

ქობულეთის კლასტერიდან კვლევების ჩატარების დროს რამდენიმე პირს სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მათ უკვე ''გადატანილი'' აქვთ კორონავირუსი და გამოიმუშავეს იმუნიტეტი ვირუსის მიმართ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირები იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ტესტირება საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ, 14 დღეში განმეორებით ჩაუტარდებათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის განმარტებით, ანტისხეულების არსებობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შემხებლობა ჰქონდათ ვირუსთან და უკვე გამოიმუშავეს იმუნიტეტი.

''როდის გამოიმუშავეს იმუნიტეტი ამის დადგენა, გარკვეულწილად, შესაძლებელია. ანტისხეულები არის სხვადასხვა ჯგუფის და ანალიზით ჩვენ შეიძლება ვთქვათ, როდის არის გადატანილი ვირუსი''.

ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი, ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ ეს შიდა გადაცემის ირიბი მაჩვენებელია, როცა არიან ვირუსმატარებელი ადამიანები, დაავადება პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ისინი გამავრცელებლები არიან.  

''დაუდასტურებელ შემთხვევებში იმუნოგლობულინების გამომუშავება ნიშანია იმისი, რომ მოქალაქეს ჰქონდა შეხება ამ ვირუსთან და ის თეორიულად შესაძლებელია იყოს გამავრცელებელი ამ ვირუსის. აღნიშნული ტესტის ღირებულება სწორედ ეს არის, უარყოფით შემთხვევაში ის ნაკლებად სარწმუნოა და მეტი ღირებულება აქვს მას დადებით შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს ჩვენთვის ნიშნავს, რომ მსგავსი ჯგუფის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. განსაკუთრებით მკაცრი იზოლაციის კუთხით. ეს კიდევ ერთხელ ერთგვარი ირიბი მაჩვენებელია შიდა გადაცემის. ისინი შეიძლება იყვნენ ასიმპტომურები, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომატიკით გადაიტანეს დაავადება, ახლა კი არიან გამავრცელებლები.

საქართველოს მასშტაბით, ქობულეთის გარდა, მე არ მახსენდება მსგავსი შემთხვევა. ისინი მკაცრ იზოლაციაში უნდა იყვნენ 14 დღე. იანვარში რამდენიმე კლინიკაში იყო შემთხვევა, რაღაც აუხსნელი ვირუსის, მაგრამ სერიოზული მსჯელობა ახლა უკვე შეუძლებელია. ვარაუდები იყო, თუმცა დადასტურებულად თქმა, რომ საქართველოში კორონავირუსი ადამიანებს იანვარში უკვე ჰქონდათ რთულია'' - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !