
ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვით პირველ ადგილზე ჩინეთია, სადაც ინფიცირებულთა 93.9%-მა ვირუსი დაამარცხა, მას შემდგომში მოჰყვება გერმანია გამოჯანმრთელებულთა 55%-ით, ხოლო მესამე ადგილს ესპანეთი იკავებს - 40%-ით.
საყურადღებოა ისიც, რომ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 2 მილიონს გადააჭარბა.