
ჩვენი რუბრიკა გრძელდება და ამჯერად დიზაინერი მაკა კვიციანის რჩეულ ფილმებს გიზიარებთ
ეშმაკი ატარებს პრადას
The Devil Wears Prada
ალბათ არ გაგკვირვებიათ პირველი ფილმი, რომელიც დიზაინერმა გაგვიზიარა. ეს ფილმი მოდის სფეროს კარგად გამოხატავს. ენდრი ჟურნალისტია, ის დროებით იწყებს მუშაობას მოდის ჟურნალის, ძლევამოსილი და მომთხოვნი რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტად, რომელიც აუტანელი ხასიათითაა ცნობილი. დანარჩენს ფილმში თავად ნახავთ.
კოკო შანელამდე
Coco Before Chanel
რაც შეეხება მეორე ფილმს, ის კოკო შანელის ცხოვრებაზე მოვგითხრობს. მას შემდეგ,რაც მან ბავშვთა სახლი დატოვა, სადაც მამამისმა მიიყვანა და აღარასოდეს მიუკითხავს მისთვის, გაბრიელ შანელი პროვინციულ ბარში იწყებს მუშაობას. იგი მსახიობებისათვის სამოსს კერავს და თან მომღერლობას ცდილობს. სწორედ აქ,მას კოკო შეარქვეს.rn ბარონ ბელსენთან სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ის საფრანგეთის ელიტარულ საზოგადოებაში შევა და თავის ნიჭს გამოამჟღავნებს...
მარტოხელა მამაკაცი
A SINGLE MAN
მესამე ფილმი - კი საკმაოდ საინტერესო დრამაა, რომელიც 1964 წელს დაწერილი წიგნის მიხედვით გადაიღეს. ფილმი ჯორჯ ფელკონერის (კოლინ ფერტი) ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან (ჯულიან მური) ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში.