
ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 864 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ესპანეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ განაცხადა. ჯამში ესპანეთში 9 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და კორონავირუსით ინფიცირებულია 102,136 ადამიანი, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.