-
2014-03-06 16:46
ყირიმის პრორუსული ხელისუფლება აცხადებს, რომ რადგან კანონიერად ყირიმი უკვე რუსეთის ტერიტორიაა, აქ უკრაინული არმია განიხილება, როგორც ოკუპანტი.
ამის თაობაზე განცხადება ყირიმის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ რუსლან თემირგალიევმა გააკეთა.
„ამ მოცემულ მომენტში, როცა ყირიმი უკვე ითვლება რუსეთის ტერიტორიად, ერთადერთი შეიარაღებული ძალა ნახევარკუნძულზე არის რუსეთის არმია.
მესამე სახელმწიფოს შეიარაღებული ძლები განიხილებიან, როგორც ოკუპანტები, ამ ვითარებისთვის შესაბამისი ყველა თანმდევი ღონისძიებით“, – აცხადებს თემირგალიევი.