მოვითხოვთ, ხელისუფლებამ თითოეულ ოჯახზე გასცეს 1000-ლარიანი დახმარება -ნათელაშვილი

Image

შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას სთხოვს, მოსახლეობას ფინანსურად დაეხმაროს და ყველა ოჯახზე გასცეს ათასლარიანი დახმარება. მისივე თქმით, აუცილებელია კომუნალური გადასახადებისგან ადამიანების გათავისუფლება.

 

 

 

„მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული წესებით გასცეს თითოეულ ოჯახზე ათასი ლარი დახმარება, დაადგინოს ზღვრული ფასები და ჩამოაწეროს კომუნალური და საბანკო დავალებები. საიდან? - იმ ათი მილიარდიდან, რომელიც მათ ჯიპებზე იხარჯება. კეთილი ინებონ და ეს ფული შემოიტანონ ქვეყნის გადარჩენის ფონდში. მიმაჩნია, რომ ასეთი ეპიდემიების ფონზე პარტიული კინკლაობა და გამოდავება უზნეობაა - ჩვენ ყველამ ძალ-ღონე წარვმართოთ ჩვენი ხალხის გადასარჩენად. ამიტომ იმავეს ფიქრობენ სხვა ქვეყნის ლიდერები და ტრამპმა გამოყო ერთი ტრილიონი ხალხზე ნაღდი ფულის გადასაცემად. გუშინ ბორის ჯონსონმა თითოეულ მოქალაქეზე გამოყო 2500 ფუნტი სტერლინგი. ეს იქ ქვეყნებია, სადაც ხალხმა არ იცის შიმშილი, აქვთ შემოსავალი - იქაც კი მთავრობები განსაკუთრებულ სიტუაციებში ასეთ ნაბიჯებს დგამენ", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გამოეხმაურა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასაც და განაცხადა, რომ მმართველმა ძალამ ტყუილად არ უნდა სცადოს არჩევნების გადადება. მისი თქმით, ამას პოლიტიკური სპექტრი არ დაუშვებს.

„გუშინ მოვისმინე პრემიერის განცხადება, რომ მათთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მაგრამ როცა ვიხსენებ, როგორ აშიმშილებენ ხალხს ამ რვა წლის მანძილზე, როგორ გამოთხარეს თვალები ახალგაზრდები, რთული დასაჯერებელია. ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა - ესაა საგანგებო კანიბალური მდგომარეობა. ამათი ზრუნვის შედეგები ყველა სფეროში ჩანს - ახლა კორონას იმედზე არიან, რომ არჩევნებს გადაწევენ, მაგრამ ამას ჩვენი ხალხი და პოლიტიკური სპექტრი არ დაუშვებს", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გუშინ, 21 მარტს გამოცხადდა

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !