სახლი მოსაწყენი არაა, მითუმეტეს, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობთ და სავსეა მოგონებებით - ნათია ფანჯიკიძე

Image

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“უსაყვარლესებო, გარდა იმისა, რომ სტრესი იმუნიტეტის მტერია, გახანგრძლივებული კოლექტიური ტრავმა აძლიერებს შფოთვით აშლილობებს, აძლიერებს ჰიპოქონდრიასაც, – მიუხედავად თვითიზოლაციის ყველა წესის დაცვისა, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახველებს, უშრება და სტკივა ყელი, ემოციურ ფონზე სიცხემაც კი შეიძლება დაიწყოს აწევა… კარგად გავერკვეთ, რა სიმპტომი ახასიათებს კორონას და ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ.

 

ამავე დროს არ უნდა გამოგვრჩეს ნამდვილი სიმპტომები და რათქმაუნდა, ეს ყველაფერი, რაც ხდება, არც ისე ადვილია, მაგრამ, ვეცადოთ, დავმაგრდეთ იმ კონკრეტულ წამზე, რომელშიც ვარსებობთ, დღეზე, რომელიც გაგვითენდა, ვიცინოთ მეტი, – სიცილის ვიბრაცია ორგანიზმს და ფსიქიკას დადებით მოლოდინებს უქმნის და დავტკბეთ იმით, რომ არსად გვეჩქარება. ჩვენ ხომ სულ ვჩქარობდით, ყოველთვის, მაშინაც, როცა არსად გველოდნენ და მაშინაც, როცა არსად გვაგვიანდებოდა. სახლი მოსაწყენი არაა. მითუმეტეს სახლი, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობთ, სავსეა მოგონებებით.

გავჩხრიკოთ და დავიწყებული ნივთები აღმოვაჩინოთ, იმ ბედნიერ ამბებთან ერთად რომ დავივიწყეთ მეხსიერების და კარადების უჯრებში, რომელსაც უკავშირდებიან. ველაპარაკოთ ახლობლებს, რომლებთან სალაპარაკოდ ათ წუთსაც კი ძლივს ვპოულობდით დღის განმავლობაში. დრო ხომ ჯადოსნური რამეა, ხან გარბის, ხან ჩერდება, ხოდა ახლა დრო ისე შენელდა, უამრავი სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობას გვაძლევს. კიდევ ბევრი რამაა ჩვენ ხელში. დავრჩეთ სახლებში და ვიურთიერთოთ, რომ ჩვენი რისკიც შევამციროთ და რაც მთავარია, სტრესი და რისკი შევუმციროთ მათ, ვისი დროც, ჩვენი დროისგან განსხვავებით, აჩქარდა – ექიმებს, მედპერსონალს, სამართალდამცველებს, დამსუფთავებლებს და მარკეტების თანამშრომლებს, ჩვენი კალათების დაცლაში რომ გავაძრეთ ქანცი. მალე წამალიც იქნება, ყველა სიტყვა მეცნიერებზე და ჩვენს მოთმინებაზეა”,- წერს ნათია ფანჯიკიძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !