
აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ენბისის“ კორესპონდენტს პიტერ ალექსანდერს, არაკეთილსინდისიერი და საშინელი რეპორტიორი უწოდა.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხვა იმ მედიკამენტთან დაკავშირებით დაუსვა, რომელზე კორონავირუსის დასამარცხებლად მუშაობენ და აღნიშნა, რომ ექიმი ფაუჩის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ჯადოსნური მედიკამენტი კორონავირუსისთვის.
„ვეტყოდი, რომ საშინელი რეპორტიორი ხართ. ამას ვიტყოდი. ვფიქრობ ძალიან ცუდი კითხვაა და ვფიქრობ ძალიან ცუდი სიგნალს აწვდით ამერიკელ ხალხს. ამერიკელი ხალხი პასუხებს ეძებს, იმედს ეძებს და თქვენ სენსაციებს ქმნით. სენსაციების ნაცვლად რეპორტიორობას უნდა დაუბრუნდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.